STV
ექსკლუზივი

ბადრი ესებუას ოჯახში აცხადებენ რომ ის უდანაშაულოა და თბილისში ავადმყოფობის გამო იმყოფება

  • “საქართველოს ბანკზე” სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ოჯახში აცხადებენ, რომ მათი შვილი უდანაშაულოა და ამბები მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანების მიერ არის შეთხზული და მოგონილი. ჟურნალისტებთან კონტაქტზე ბადრი ესებუას ძმა და მამა გამოდიან. ისინი ვრცელი კომენტარებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბადრი იმ მომენტში, როცა ყაჩაღობა მოხდა სახლში იმყოფებოდა.

“ეს არის სიცრუე და სიმართლესთან არანაირი კავში რი არ აქვს. ჩემი შვილი იმ მომენტში, როცა თავდასხმა მოხდა სახლში იმყოფებოდა”-აცხადებს სავარაუდო თავდამსხმელის მამა.

მისივე განმარტებით აჟამად ბადრი ესებუა სახლში არ იმყოფება რადგან ავადმყოფობს და სამედიცინო გასინჯვებზე თბილისში გაემგზავრა. სხვა დეტალებზე ოჯახის წევრები პრესასთან არაფერს ამბობენ.

Related posts

ანაკლიაში სამეგრელოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

რედაქტორი

ექსკლუზივი: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს

რედაქტორი

ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოაბრუნეს?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი