ახალი ამბები

ბადრი ესებუა ყოფილი სამხედროა, მან სამსახური ბანკის ვალის გამო დატოვა

  • სავარაუდო თავდამსხმელს, ბადრი ესებუას ბანკის ვალი, 20 ათასი ლარი ჰქონდა, რომელსაც ვერ ისტუმრებდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობლები და მეზობლები საუბრობენ. მათი განმარტებით ესებუა მუშაობდა თავდაცვის უწყებაში, თუმცა მან სამსახური საკუთარი ნებით დატოვა.

“მუშაობდა თავდაცვაში კონტრაქტით, თუმცა სამსახური დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დატოვა. მიზეზი იყო ის, რომ მას ჰქონდა ბანკის ვალი 20 ათასი ლარი და ვერ ისტუმრებდა. ხელფასიდან თითქმის ყველა თანხას კი ბანკი უქვითავდა და მუშაობასაც აზრი არ ჰქონდა”-აცხადებს ბადრი ესებუას ერთ-ერთი მეზობელი.

ახლობლების განცხადებით ბადრი ესებუა უდანაშაულოა და ის ამჟამად თბილისში იმყოფება. მათი თქმით, ბადრის წუხელ, ტელეფონის საშუალებით ესაუბრნენ.

‘სისულელეა რაც ვრცელდება. ჩვენ წუხელ ვესაუბრეთ ბადრის. ჯერ ერთი, ის თავდამსხმელი ორმეტროიანი კაცია და ბადრი კიდევ დაბალი ბიჭია. არაფრით არ აიხსნება თავდამსხმელისა და ბადრის მსგავსება. არც თვალების ჭრილით, არც სიმაღლით, არც მიხვრა-მოხვრითა და არც ხმით”-აცხადებენ ახლობლები.

Related posts

გახარია: ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა

რედაქტორი

პრემიერი: ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

“მოდელირებული ქრონიკის” ავტორი ზუგდიდის მერიის პრესსამსახურობაზე ოცნებობს?

დატოვე კომენტარი