რეგიონი

ბაღმარანის გზის მშენებლობა დაიწყო – სახელმწიფო რწმუნებული პროცესს ადგილობრივებთან ერთად გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი დაიწყო. სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ქონია. სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა. ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.

Related posts

სენაკში, ტაბიძისა და ნარმანიას ქუჩებზე რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

რედაქტორი

გიორგი შენგელიამ ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

რედაქტორი

სვანეთში, ტრადიციული დღესასწაული “ლამპრობა” აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი