რეგიონი

ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ საზღვრისპირა სოფლებში რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს.

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  გრანტი 15 დევნილს გადაეცა.

დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ.

პროგრამა სააგენტოსა და USAID-ის კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.

Related posts

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს ბადრი ქუთელია უხელმძღვანელებს

რედაქტორი

სენაკის მერია ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა ხანდაზმულს ეხმარება

რედაქტორი

საქართველოს აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისია სტუმრობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი