STV
ექსკლუზივი

ბიზნესმენი ან ექსპრეზიდენტის დედა – ვის კანდიდატურას დააყენებს “ნაცმოძრაობა” ზუგდიდში?

  • “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელოში ამ დრომდე მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა ოფიციალურად. ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ყოფილი გენ პროკურორი მურთაზ ბოკუჩავა იყრის. ის ამავე ოლქში გიგა ბოკერიას (“ევროპული საქართველო”) და ირაკლი ხახუბიას (“ქართული ოცნება”) დაუპირისპირდება.

როგორც STV NEWS-ს სარწმუნო წყარომ უთხრა, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის ოლქში, ასევე ზუგდიდის ოლქში ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. ამ ოლქებში ისევ სავარაუდო კანდიდატებს განიხილავენ, ხოლო ადრე დასახელებულ სავარაუდო კანდიდატ ზაზა გოროზიაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

როგორც ჩვენთან სარწმუნო წყარომ განაცხადა, თუ ვინ ჩაანაცვლებს გოროზიას კანდიდატურას ეს ჯერ კიდევ უცნობია, თუმცააქ ადგილობრივი ბიზნესმენი განიხილება, რომლის ვინაობასაც საიდუმლოდ ტოვებენ და არ ასახელებენ.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ ამ დროისთვის მხოლოდ ორი კანდიდატის ვინაობა განიხილება – ბიზნესმენი კობა ნაყოფია ან ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. ოფიციალურად ამის შესახებ კომენტარები არ კეთდება, თუმცა ცხადი ხდება ის, რომ ორი სავარაუდო კანდიდატიდან ერთ-ერთი აუციებლად იქნება წარდგენილი სამეგრელოს მთავარ ქალაქში.

Related posts

ზუგდიდში, ტაქსის უკანა სავარძელზე უცნობმა პირებმა კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო ააფეთქეს

რედაქტორი

ზუგდიდში, 85 წლის ქალს წალენჯიხის პოლიციის უფროსი მანქანით დაეჯახა

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ისევ ვაკანტურია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი