ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, რომელიც ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებდა დაკავებულია. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს თავად კვირკვიას ახლობლებმა.
“დღეს უნდა წასულიყო პირად საქმეებზე საქართველოდან, ბოლოს აეროპორტში იყო თუმცა მას საქართველოს დატოვება აკრძალული ჰქონდა და უკან მოაბრუნეს ეს არის და ეს. ზურაბ კვირკვიას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თვითონ მართალია არ გვილაპარაკია მასთან, თუმცა დაკავება ნამდვილად არ გაგვიგია”-აცხადებს ზურაბ კვირკვიას ერთ-ერთი მეგობარი STV-თან.
საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ, აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადაეცა.
ცნობისათვის, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სუსში 15 სექტემბერს გამოკითხეს.