რეკლამა

ბიზნესმენმა გოდერძი ბუკიამ ხობში სამას ოჯახს სააღდგომო ნობათი გაუგზავნა (R)

ტრადიციულად ყოველი წლის აღდგომის წინა პერიოდში ხობის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენმა გოდერძი ბუკიამ 300-მდე ოჯახს (მარტოხელა, მრავალშვილიანი, სოც.დაუცველი,სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი) სააღდგომო ნობათი გაუგზავნა. ბიზნესმენის წარმომადგენელმა ხობის მუნიციპალიტეტში რალა ჩემიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად თითოეულ ოჯახს ესტუმრნენ და გოდერძი ბუკიას სახელით სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

“ეს ის ოჯახებია, რომელთაც ჩემი თანადგომა სჭირდება და ყოველი წლის აღდგომასა და ახალ წელს მელოდებიან. უკვე წლებია მათ განსაკუთრებულად ვეფერები და ტრადიციას წელსაც არ ვუღალატე. მადლობა მათ იმ დალოცვისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემდამი გამოხატავენ.

თითოეულ ხობელს და ქრისტიანს ჯანმრთელობა და გამძლეობა ჰქონოდეს. დღეგრძელობა და წყალობა არ მოკლებოდეს. ვნების კვირის დასარულს ბედნიერად გაგითენდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!” – ამბობს ბიზნესმენი გოდერძი ბუკია.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი VI)

რედაქტორი

ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის უკვდავსაყოფად სენაკში კონცერტი გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი