არჩევნები-2018

ბოლო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს 0,9 %-ით უსწრებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს 601 188-მ.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,74 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

რედაქტორი

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდება

რედაქტორი

ზუგდიდის 67 ოლქში 107-ე უბანი დროულად და ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი