ექსკლუზივი

ბოროტმოქმედი, რომელმაც ბანკი დააყაჩაღა სავარაუდოდ ზუგდიდელია

  • 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი დამნაშავის ვინაობა ძალოვანებისთვის უკვე ცნობილია. ამის შესახებ დღის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი, თუმცა მისი ვინაობის დადგენას მედია დილიდან უშედეგოდ ცდილობს.

ახალი ამბების სააგენტო STV NEWS-სთვის ცნობილი ხდება ბოროტმოქმედის სავარაუდო ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. პირი, რომელმაც “საქართველოს ბანკზე” თავდასხმა მოახდინა და მძევლები აიყვანა, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშის მკვიდრი ბადრი ესებუაა. აღნიშნული პიროვნება STV-ს წყაროს ინფორმაციით 40 წლამდეა და ის წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და სპეცრაზმელი ამ დრომდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და ის აფხაზეთში არ გადასულა. STV NEWS-ის ინფორმაციით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ბოროტმოქმედის დასაკაბვებლად.

Related posts

ექსკლუზივი: ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში სტუმრებს ელოდებიან – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

რედაქტორი

ექსკლუზივი: ცრუ ბრალდება თუ მწარე სიმართლე? – მორიგი ინციდენტი ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი