STV
რეგიონი

“გაიღე და დაეხმარე უპოვარს”- TNT ჯგუფის სოციალური აქცია ზუგდიდში

“გაიღე და დაეხმარე უპოვარს” -ამ სლოგანით სამშენებლო კომპანია “TNT ჯგუფმა” ზუგდიდში სოციალური აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში სამშენებლო კომპანიის მეპატრონეებმა ქალაქის ცენტრალურ უბანში კარადა დადგეს, რომელიც ყოველდღიურად იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეივსება, რაც ყოველდღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს.

“ეს არის ერთგვარი გამოწვევაც. ჩვენ ვიწვევთ აქციის ფარგლებში ყველა იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ჩვენს თანაქალაქელებს. ეს უბრალოდ კეთილი ნებაა და ძალიან დიდი მადლიც”-აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში და იქვე დასძენენ:

“ჩვენს მიერ დადგმული ქველმოქმედების კარადა ყოველდღიურად შეივსება იმ აუცილებელი პროდუქტებით, რომლებიც თითქმის ყოვედღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით უმუშევრად ითვლებიან”.

Related posts

მესტიის სოფელ მულახში საპროტესტო აცია შეწყდა და გზა გაიხსნა

რედაქტორი

პრემიერის განცხადებით, მესტიაში სპეციალური ღონისძიებები გატარდება

რედაქტორი

ჯუმბერ იზორია: “ქართული ოცნება” უალტერნატივოა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი