რეგიონი

,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩხოროწყუში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს:

✅მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადების შეკეთებას.

✅ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობას.

✅წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას.

✅მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას.

✅ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.

✅აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.

✅მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას.

✅პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარის რეაბილიტაციას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” 4-წლიანია. ის საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

Related posts

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

რედაქტორი

გიგა ფარულავამ ბოტანიკურ ბაღში მიმდიანრე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

“პრაიმედის” ლაბორატორიაში 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი