რეგიონი

განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150 მეტრიანი ხიდი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება.

,,პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, მშენებელი კომპანიები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამჟამად ვიმყოფებით განმუხურში, სადაც მდინარე ენგურზე განმუხური დარჩელის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაშენებთ, აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია სააღდგომო ლიტურგიას ვაჟთან ერთად დაესწრო

აშშ-მ საქართველოს ხომალდები „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა

ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება

დატოვე კომენტარი