რეგიონი

განსახორციელებელი პროექტები ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები დღეს ნოსირის, ძველი სენაკის და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა,  სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები:

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნოსირში, შუა ნოსირში, საოდიშარიოსა და საკილასონიოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;

სოფელ შუა ნოსირში – საბავშვო ბაღის შემოღობვა და საჩრდილობელის მოწყობა; ასევე, მემორიალის რესტავრირება და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა;

სასოლომონიოს უბანში – მილხიდის მოწყობა;

სოფელ საოდიშარიოში – ხიდის რეაბილიტაცია;

სასიმონიოს უბანში – სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფელ საბესელიოში – მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

სორტაში, კოტიანეთსა და ზემო სორტაში – გარე განათების ქსელის მოწყობა;

მეორე ნოსირში – ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;

ძველ სენაკში, მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა;

საჩიქობავოში – არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ორი ხიდ-ბოგირის სათავისის მოწყობა.

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოვლინდა პრიორიტეტები:

გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე – გარე განათების ქსელის მოწყობა;

სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა;

Related posts

სამეგრელოში აგრო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სოფელ იდლიანთან კლდის ფერდობზე ხანძარია

რედაქტორი

ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი