პოლიტიკა

გახარიას გუნდის რუსული კავშირები – ვინ არის დავით შენგელია?

გახარიას გუნდის რუსული კავშირები სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება საზოგადოებისთვის, დღეს ვისაუბრებთ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით შენგელიას შესახებ…

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავით შენგელიამ დატოვა საქართველო და გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში.

რუსეთის ფედერაციიდან დავით შენგელია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა.

საინტერესოა ვისი ინციატივით იქნა ჩამოყვანილი რუსეთის ფედერაციიდან შენგელია და შემდეგ ვისი ინციატივით მოხვდა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ჩხოროწყუს საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვა, რატომ მაინც და მაინც შენგელია? ადამიანი რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა ქვეყანა და ,,ბიზნესის” საკეთებლად გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში, ქვეყანაში რომელსაც ჩვენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული და უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეწირული, მრავალი ოჯახი გაუბედურებული და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი.. ქვეყანაში, რომელიც დღესაც თავისუფალი სამყაროს მტერია….

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება არჩევნების შემდეგ დიდი დაპირისპირება მოხდა გახარიას გუნდში და მიზეზი იყო სწორედ შეგელია და მისი ბურუსით მოცული წარსული, მაშინ სიტუაცია განიმუხტა თუმცა დღესაც “საქართველოსთვის” მხარდამჭერები შენგელიას მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები.

სასურველი იქნება თუ დაინტერესდებიან შესაბამისი სამსახურები რა საქმიანობას ეწეოდა რუსეთში მაცხოვრებელი შენგელია. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება სავარაუდოდ ის იყო კონტრაბანდულ ( ღვინისა და სპირტის ) ბიზნესში ჩართული.

ამავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრო ევროპელის ნიღაბს ამოფარებული დავით შენგელია ფლობს სხვადასხვა ბიზნეს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული ბიზნესი გაფორმებული აქვს მეუღლის სახელზე. მისი რუსული კავშირების შესახებ ჩვენ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით…

თუმცა მანამდე stv.ge დაუკავშირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით შენგელიას და მისი რუსული კავშირების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონი დავითი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა და პირად შეურაცყოფაზე გადმოვიდა. ჟურნალისტს პროვოკატორი და მოგზავნილი უწოდა, თუმცა ჩვენს მიერ უტყუარი ფაქტების მიწოდების შემდეგ ის იძულებული გახდა დაედასტურებინა მისი რუსული კავშირები და რუსეთში ცხოვრების პერიოდი. მან აღნიშნა, რომ რუსეთში იმყოფებოდა და აქვს რუსეთ საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანებულმა მოადგილემ ჩვენთან საუბარი აღნიშნულ თემაზე არ მოისურვა და ტელეფონი გათიშა.

Related posts

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“

რედაქტორი

პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი