რეგიონი

გახარია ფერმერებს: თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ

თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ ფერმერებს ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.

გახარიას თქმით, სახელმწიფო თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით.

„საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნათელი გახდა პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარულად პირველადი მოთხოვნების პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში გახდა პრობლემა. დღეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება. აქ თხილიც თავის ნიშას დაიკავებს. რაც მთავარია, მინდა გისურვოთ მშვიდობა, ეფექტიანი ყოველდღიური შრომის შედეგი, რომ გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავლი და შემდგომ სიამაყის გრძნობა. ჩათვალეთ, სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო“, – განაცხადა გახარიამ.

Related posts

რა სასჯელი ემუქრება ბოტანიკურ ბაღში სანათების დააზიანებისთვის დაკავებულ პირს?

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რედაქტორი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოზარდების ,,შემოდგომის ფერების“ ღონისძიებას ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი