სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა და პედაგოგების ჩართულობით, ღია სივრცეებში, საზეიმო აქტივობები – ,,საუკეთესო წლები თქვენთან ერთად…“, ,,გვიხმობს სკოლა…“ გაიმართა.
მხიარულებითა და ფერადოვნებით გამორჩეულ ღონისძიებებზე, სასკოლო ასაკის 453 აღსაზრდელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
აქტივობებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა ესწრებოდნენ, მათ მადლობა გადაუხადეს სკოლამდელი აღზრდის თანამშრომლებს, პანდემიის პირობებში გაწეული დაუღალავი საქმიანობისთვის, ბავშვებს სკოლისკენ გზა დაულოცეს, სიმბოლური საჩუქრები და სამახსოვრო ალბომები გადასცეს.