პოლიტიკა

გიგა ფარულავა: “მმართველი გუნდი გარიგებაშია ოპოზიციასთან”

პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიგა ფარულავას თქმით ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მართ პარტიაზე ზეწოლა და დაშინებები. მისივე თქმით, ინფორმაციას მათ კანდიდატებზე ფლობენ მესამე პირები და ასევე ძალოვანი სტრუქტურები.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მათ კანდიდატებზე “ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლის ფაქტებს.

“დღეს სენაკის ჩვენს სამაჟორიტარო კანდიდატზე განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან მოიხსნა კანდიდატურა. ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს სხვა რეგიონებშიც, როცა “ქართული ოცნება” მიმართავს ზეწოლას ჩვენს კანდიადატებზე, რათა მათ მიერ მოხდეს კანდიდატურების მოხსნა. ეს პრაქტიკა, როცა “ქართული ოცნება” იყენებს ძალოვან უწყებებს ზეწოლისთვის, არის არა მარტო სამართალდარღვევა და საჭიროებს რეაგირებას, გამოძიებას, არამედ არის საარჩევნო პროცესისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელშეშლაა და კამპანიის პროცესშივე კლავს იმ უფლებას, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევანის უფლება.

მივმართავთ მთავრობას და ცესკოს, რომ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

სწორედ აქედან გამომდინარე მათ კითხვები აქვთ ცესკოსთან, ვინაიდან ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. ფარულავას თქმითვე, მმართველი გუნდი გარიგებაშია ოპოზიციასთან, უფრო კონკრეტულად კი “სტრატეგია აღმაშენებელთან”.

მისი თქმით, “სტრატეგია აღამაშენებელი” თავის კვოტებს მმართველ გუნდს უთმობს.

Related posts

პრემიერი: მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში

რედაქტორი

საქართველოს პრეზიდენტი – ჩემი მიზანია ჩვენი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი

რედაქტორი

გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი