სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ დაგარგულია სამსახურებში აღაგინა.
ცნობისთვის ორივე მათგანი სამსახურიდან ყოფილმა გუბერნატორმა მალხაზ თორიამ ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ორივე მათგანი გიორგი გახარიასთან მეგობრობას ასახელებდა.