რეგიონი

გიორგი შენგელია – ჩემი მიზანია, რომ ზუგდიდს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის

ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შენგელია, ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

“დღეს, გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩაზე ამომრჩეველს შევხვდით. 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში, ჩემს ოჯახთან ერთად, ძალიან კარგად ვიცნობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თითოეულ სოფელს და კარგად მესმის ჩვენი მოსახლეობის რთული ცხოვრება და საჭიროებები. მე ვგრძნობ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ჩემი და თქვენი შვილების წინაშე, სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ ქალაქს და მუნიციპალიტეტს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის”,-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

Related posts

სამეგრელოში აზიის განვითრების ბანკის წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთში შეხვედრები გაიმართა

რედაქტორი

თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი