STV
რეგიონი

გიორგი შენგელია – ჩვენ ყველა ერთად უკეთეს ზუგდიდში ვიცხოვრებთ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქუჯის ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებისგან მოისმინა უბნის პრობლემები და მოსახლეობას წარუდგინა ის პროექტები, რომლებიც მისი მერობის დროს განხორციელდება.

შეხვედრაზე მერის კანდიდატთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა. მისივე თქმით, ენგურის უბანში თამარ მეფის, ჯანაშიას და ჩიქობავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მოხდება, მოეწყობა ტროტუარები და მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ასევე მოეწყობა შიდა ეზოები და საბავშვო მოედანი.

„დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით კომბინატის ამომრჩევლებს, ვისაუბრეთ კომბინატში და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. ასევე, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. უკვე დაიწყო თამარ მეფის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები, ეს იქნება ყველაზე კეთილმოწყობილი ქუჩა, რომლითაც მთელი მუნიციპალიტეტი იამაყებს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მერობის დროს განხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველა ერთად უკეთეს ზუგდიდში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტიში გაღმა საჯიჯაოს დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა [ვიდეო]

რედაქტორი

ბაღმარანსა და ჩხოუშში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ისევ ზუგდიდშია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი