STV
რეგიონი

გიორგი შენგელია: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთან ერთადაც გაგრძელდება ის განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც დღეს მიმდინარეობს

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საკუთარი არჩევანი 28-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა მისცა ადამიანს, რომელთან ერთადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ის განვითარება, რომელიც დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

,,მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთან ერთადაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ის განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც იქნება ღირსეული ხმა თითოეული ზუგდიდელისთვის საკანონმდებლო ორგანოში და ძალიან ბევრი პროგრესი იქნება ჩვენს მუნიციპალიტეტში და მთლიანად ქვეყანაში. 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი. დღეს გავამყარებთ ჩვენს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. საარჩევნო უბნებზე კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა ზომა კონტროლდება და ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

Related posts

ჩხოროწყუს მერმა 9 წლის გიორგი ბერიას სამედიცინო ეტლი გადასცა

სიცარიელით სავსე “საახალწლო სოფელი” ზუგდიდში

რედაქტორი

გიორგი შენგელია – ჩემი მიზანია, რომ ზუგდიდს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის

დატოვე კომენტარი