STV
კრიმინალი

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

  • გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

რედაქტორი

სოფელ ერგეტაში მამაკაცმა ბიძა ეჭვიანობის მოტივით მოკლა

რედაქტორი

მარტვილში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რუსთავში მეზობელი დაჭრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი