- მინსკში დააკავეს პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “მედუზა.იო” რუსულ ტელეარხ “Дожд-“ზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ინფორმაციის წყარო ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს შტაბის პრესსამსახურია.
შკლიაროვის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი “Шкляров”-იც ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიტტექნოლოგი ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას კამპანიაში მუშაობისთვის დააკავეს.