კრიმინალი

გურამ ახალაიას მკვლელობას ოჯახის წევრები, წარსულში გია შალიკაშვილის მკვლელობას არ უკავშირებენ

ფოთში, 43 წლის გურამ ახალაიას მკვლელობას, მისი ოჯახის წევრები, წარსულში გია შალიკაშვილის მკვლელობას არ უკავშირებენ. როგორც გარდაცვლილის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გარდაცვლილი, 2006 წლის გახმაურებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო მხოლოდ.

,,არაფერი არ ვიცი . დამნაშავის ძმის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაგასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ჩემი მეუღლე წლებია რაც ევროპაში იმყოფებაოდა და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. არანაირი დავა არ ყოფილა,“- განაცხადა მოკლული მამაკაცის მეუღლემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მომხდარი მკვლელობა წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, რომელიც 2006 წელს მოხდა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. ამ მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

გურამ ახალაია 2006 წელს მოკლული მამაკაცის ძმამ შურისძიების მიზნით მოკლა.

შეგახსენებთ, რიმ დღეს ფოთში, 43 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს.ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობსა.

Related posts

ზუგდიდის პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქისგან 45 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი ამოიღო

ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული

რედაქტორი

შსს-მ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი