რეგიონი

სამშენებლო კომპანიის მუშებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, უკვე მეორე თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, არადა ეს მათი შემოსავლის ერთადერთი ძირითადი წყაროა.

როგორც მუშებმა განაცხადეს, დამქირავებელი კომპანია მათ კუთვნილ ხელფასებს არ უხდის. სამშენებლო კომპანიაში უარყოფენ, რომ მათ 3 თვის დავალიანება აქვთ და ამბობენ, რომ მხოლოდ ერთ თვის ხელფასი აქვთ გასაცემი.

„ერთი თვის დავალიანება გვაქვს მხოლოდ და მას დავრიცხავთ 5 ივნისს. სხვა სახის დავალიანება ჩვენ არ გვაქვს მუშების წინაშე“, – აღნიშნა კომპანია „რუმსის” წარმომადგენელმა.

3 თვის ხელფასის დავალიანების შესახებ ინფორმაციას ასევე უარყოფენ „დაგის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში და ამბობენ, რომ აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულ მუშებზე „რუმსია“ პასუხისმგებელი.

„დღეის მდგომარეობით კომპანია “დაგს” კომპანია “რუმსის” მიმართ არ გააჩნია არანაირი ფინანსური ვალდებულება და სრულად ობიექტზე პასუხისმგებელი აღნიშნულ მუშებთან არის კომპანია “რუმსი”, რაც შეეხება მუშების მიერ მოთხოვნილ დავალიანებას გიდასტურებთ, რომ ეს მოთხოვნა არ არის სამართლიანი და სწორი, რომ ორი თვის მანძილზე მათ არ აუღიათ სახელფასო ანაზღაურება. ჩვენს კომპანიაში ხელფასი გაიცემა ყოველი თვის დასრულების შემდგომ მომდევნო თვის პირველ კვირაში, კომპანიას აღნიშნულ მუშახელთან დავალიანება აქვს დასაფარი მხოლოდ მაისის თვის“, – ამბობს „რუმსის“ წარმომადგენელი არჩილ კობაიძე.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირის წევრი გახდა

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ტრნავის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

დატოვე კომენტარი