რეგიონი

დასუფთავების აქციას სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’, დღეს, სენაკი დასუფთავების მასობრივი აქციით შეუერთდა. პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’ ფარგლებში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ ლევან ელიავამ, მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქალაქისა და 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებმა.

საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა ქალაქის ტერიტორიები რკინიგზის ბაქნის გასწვრივ, პარკები და სკვერები, შპს-ებისა და ა(ა)იპების ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის დასაწყისიდან თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ბოლომდე, ტურიზმისთვის აქტუალური ლოკაციები – შემეცნებით-გასართობი ატრაქციის, ,,თოკების პარკის“ მიმდებარე ტერიტორია და მდინარე ტეხურის სანაპირო, 15-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური უბნები.

აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით განხორციელდა. დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Related posts

მალხაზ თორია: სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გავხსენით

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა 19 კურსდამთავრებულს ფულადი ჯილდოები გადასცა

რედაქტორი

ზუგდიდში 3 მარტი დედებს, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით მიულოცეს

დატოვე კომენტარი