STV
რეკლამა

დასუფთავების აქცია სენაკში

  • დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო” – დღეს სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

პანდემიის გამო, დასუფთავების აქცია -,,ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“ – სხვადასხვა ლოკაციაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიისა და ა(ა)იპი-ების თანამშრომლებმა.

საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა რკინიგზის ბაქანი, ადმინისტრაციული შენობების მიმდინარე ტერიტორიები, მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლი, სკვერები, ტურისტული დანიშნულების ადგილები.

კამპანია განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.

Related posts

სენაკის მერი ხელოვნების ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა

რედაქტორი

სენაკის მერმა რეგიონული თეატრების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

რედაქტორი

სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის ტრენინგი ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი