შემთხვევა

დაჭრილი მონადირე, რომელმაც დაბა ჯვარის ტყეში თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა

  • დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, დილის საათებში მოხდა.

დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა. სამაშველო ღონისძიება რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მაშველთა ჯგიუფები და სასაზღვრო პოლიციის ვეტრმფენი იყო ჩართული. უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა.

მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული. გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.

62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Related posts

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავებულია 5 ადამიანი

რედაქტორი

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

რედაქტორი

სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი