კულტურა

დედაენის დღე აღნიშნეს დღეს ჩხოროწყუში

დღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან გაიმართა. ღონისძიებში მონაწილეობა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებული წრეებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები,როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

Related posts

ზუგდიდში მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი 16 ივლისს აიღებს სტარტს

რედაქტორი

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

რედაქტორი

ფესტივალ Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი