კულტურა

დიდგორობისა და ცოტნეობის აღნიშნვა სენაკში ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქიდან დაიწყო

დიდგორობისა და ცოტნეობის სახალხო დღესასწაულების, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სენაკში, სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლიდან, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქიდან დაიწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა, საბა ოდიშარიამ და ლევან უჩანეიშვილმა, ნოქალაქევის ნაქალაქარში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

ისინი ახალგაზრდებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრნენ, რომელთა განხორციელებას ,,ქართული ოცნების“ გუნდი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

,,სენაკი უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უფრო მეტად შეეძლებათ. თქვენ ქალაქის განვითარების განსხვავებული ხედვები გაქვთ. ჩვენ ახალგაზრდებთან წარმატებული თანამშრომლობის მზაობას გამოვთქვამთ, რათა ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი სახეებით, ახალი ენერგიით, ნოვატორული იდეებითა და ახალი შესაძლებლობებით შეივსება, რაც ქალაქს მეტ სიცოცხლეს შესძენს და ახალგაზრდების მოტივაციას საგრძნობლად გაზრდის.

თქვენ იცით, რომ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი პროექტია განსახორციელებელი და ამ საქმეში თითოეული ახალგაზრდის იმედი გვაქვს” – აღინიშნა ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ, საბა ოდიშარიამ და ლევან უჩანეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან, ტურისტული დანიშნულების ადგილები დაასუფთავეს.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა – ეს იყო დასუფთავების აქციის მთავარი გზავნილი.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს სენაკში დაასრულებს მატჩი ზაზა ფაჩულიას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ საკალათბურთო მოედანზე.

Related posts

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

შოუ-კონცერტი სენაკში

რედაქტორი

ჯაზის საღამო მაია ბარათაშვილთან ერთად სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი