რეგიონი

დღეს ჩოროწუში, საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა გაიხსენეს

დღეს ქართველი დისიდენტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის ბიუსტი.

მერაბ კოსტავას ბიუსტი 2017 წლის 26 მაისს, დაბადების დღეს, დედულეთში, სოფელ ახუთში მის სახელობის სკვერთან ერთად გაუხსნეს.

„დღეს მოვედით საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სკვერში, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად მთელი ცხოვრება იბრძოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად, რამაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ის არის ეროვნულობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის სიმბოლო. საქართველოს ისტორიამ მისი სახელი უკვდავყო. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ხსოვნის წინაშე” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

Related posts

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი რეგიონალური დირექტორი ჰყავს

რედაქტორი

ელიზაბედ რუთი: “აშშ ძლიერად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს”

რედაქტორი

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი