მსოფლიო

ევროკავშირმა Facebook-ი შესაძლოა 1.63 მილიარდი დოლარით დააჯარიმოს

ევროკავშირმა Facebook-ი შესაძლოა 1.63 მილიარდი დოლარით დააჯარიმოს, ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ ჰაკერების მიერ სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი ექაუნთის გატეხვით, მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციაზე წვდომის მიღებაა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰაკერული თავდასხმის შესახებ გამოძიება უკვე მიმდინაროებს, ალტერნატიული გამოძიება დაიწყო ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ (DPC). თუ დადასტურდება, რომ სოციალურმა ქსელმა დაარღვია მონაცემთა ბლოკირების შესახებ არსებული ახალი კანონი, მაშინ ევროკავშირი Facebook-ს 1.63 მილიარდით დააჯარიმებს.

კერძოდ საუბარია კომპანიის მიერ მომოხმარებელთა ინფორმაციის დაცვის საერთო რეგლამენტის (GDPR) შესძლო დარღვევის ფაქტზე. ეს კანონი კომპანიებს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია დაშიფრული სახით შენახვას ავალდებულებს.

30 სექტემბერს Facebook-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი DPC-სთან ითანამშროლებს და მის ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

28 სექტემბერს  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს Facebook-ის კოდში არსებული მოწყვლადობით მიიღეს მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა. საქმე ეხება ფუნქციას View As, რომელსაც ხარვეზი გააჩნდა. ჰაკერებმა შეძლეს წვდომის იმ გასაღების მოპარვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სოცქსელის ყოველ ჯერზე გამოყენებისას პაროლი და „შესვლა“ (Log In) არ დასჭირდეს. ამ გასაღებების საშუალებით ჰაკერებმა ექაუნთებზე კონტროლი მოიპოვეს.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუკის“ ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემზე უკანონოდ მოიპოვა წვდომა კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც პოლიტიკური რეკლამის მიმართულებით საქმიანობდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვისაც. ამის შემდეგ Facebook-მა მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაზე კონტროლი გაამკაცრა.

Related posts

კორონავირუსის საფრთხის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა

რედაქტორი

2019 წელს მსოფლიოში 75 ჟურნალისტი მოკლეს

რედაქტორი

კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ წევრები დააკავა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი