რეგიონი

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ლიდერებისგან განსხვავებით, “სირცხვილის კორიდორების” მოწყობას ემხრობა

  • “ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბათლომე შელია, პარტიის ლიდერებისგან განსხვავებით, ენმ-ის წევრ ლევან ვარშალომიძის მოწოდებას, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის კორიდორები” მოეწყოს, ეთანხმება.

ეს კი მაშინ, როდესაც “ევროპული საქართველოს“ ლიდერები “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას არჩევნების მეორე ტურის დღეს ე.წ. სირცხვილი კორიდორების მოწყობასთან დაკავშირებით ემიჯნებიან და ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება ამომრჩევლის შეურაცხყოფა იქნება, რაც პარტიის იდეოლოგიისთვის მიუღებელია.

ბათლომე შელია პარტიის ლიდერების პოზიციას არ ეთანხმება და “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ მეორე ტურში მისულ ამომრჩეველს  ამომრჩევლად ვერ აღიქვამს. მეტიც, შელია აცხადებს, რომ არჩევნებზე მისულ ყველა მოქალაქეს “სიამოვნებით გადაუღებდა“.

აღსანიშნავია, რომ შელია დაგეგმილ აქციას ამომრჩევლის ზეწოლად ვერ აღიქვამს.

“ამომრჩეველი არაა, როცა ერთი კანდიდატია, იქ ამომრჩეველი არ არსებობს, ის მხარდამჭერია. იმ მხარდამჭერმა უნდა იცოდეს, რას აპრავებს დღეს. მე, მაგალითად, სიამოვნებით გადავიღებდი ყველას და მათ შვილებს, შვილიშვილებს გადავცემდი შემდეგ იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ “გააპრავა” ეს მარაზმი დღეს“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის,, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე ტურზე საზოგადოებას “ირცხვილის კორიდორების” მოწყობისკენ მოუწოდა. განცხადებას გაემიჯნენ თავად პარტიაშიც. ენმ-ის ლიდერების განმარტებით, მსგავსი კორიდორების მოწყობა ამომრჩევლისთვის არჩევნების მეორე ტურის დღეს არ იგეგმება. მოწოდებას არ იზიარებენ არც სხვა ოპოზიციური პარტიები. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო იქნება.

Related posts

გიორგი უძილაური დავით კოდუაზე – იძმაკაცეთ ასეთ კაცებთან და არა სავარძლებთან…

რედაქტორი

ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აგრობაზრობა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი