პოლიტიკა

„ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა დატოვა

„ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა და ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა.

როგორც ღურწკაიამ განაცხადა მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა მაღალჩიბოსნების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს. მისივე თქმით, მასზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ღურწკაია.

ღურწკაიას პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა ევროპული საქართველის ერთერთი ლიდერი ლელა ქებურია.ქებურიას თქმით, ღურწკაის ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას დაპირდა და მასზე ზეწოლაც განხორციელდა.მისი მტკიცებით სწორედ ამიტომ მიიღო ღურწკაიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

Related posts

ზაზა სარალიძის დედა: მე პოლიციელებს არ ვუცემივარ, თვითონ წავიქეცი

რედაქტორი

გიორგი გახარია – გამოძიების დასრულებამდე არ გადავდგები

რედაქტორი

გიორგი გახარია – პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად

რედაქტორი

დატოვე კომენტარი