STV
პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

  • ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

უგულავას თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ ამ გადაწყვეტილებით ჭადრაკის დაფა შემოვუტრიალეთ „ქართულ ოცნებას“. მე იმედი მაქვს, რომ ისინი მოეგებიან გონს და შეასრულებენ სრულად შეთანხმებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის სირცხვილი და ასევე, ჩემთვის პერსონალურად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც ამ სიაში ვიყავი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არ მივცეთ ხელისუფლებას საბოლოო ჩაგდების შესაძლებლობა. პირველი მოსმენა თუ ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ იხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. შესაბამისად, მათ ექნებათ დრო იმისთვის, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას, თუ სრულად არ იქნება შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფრაქციის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი დღეს გმირთა მემორიალთან და მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – თუ რამისთვის დავბრუნდი, არის ის, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, იქიდან დანახული შავი ზღვა

რედაქტორი

მმართველი გუნდი მიდგომებს ცვლის – „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი