ვიდეო რეგიონი

ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხვისა -საპროტესტო აქცია ნოჯიხევში

საპროტესტო აქცია გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში. ადგილობრივების თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხვისა და ახლა კომპანია რომელიც სამუშაოებს აწარმოებს მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელ გზას კეტავს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტია და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ზომები არ მიიღო სოფელი დაცარიელდება. ნოჯიხევის მოსახლეობის პროტესტს ხობის მერიაში უპასუხეს.

როგორც ხობის მერიის ეკომონიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია აცხადებს, აღნიშნული ტერიტორია არ იყო საძოვარი, ეს იყო ჩაის პლანტაცია, რომელიც შპს კატერმა შეიძინა და ინვესტიციას ახორციელებს.

რაც შეეხება, მოსახლეობის მოთხოვნას, ის ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნება და მოსაზღვრე სოფელთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტება.

Related posts

ფოთის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე “Agile Spirit 2018” დაიწყო

სამეგრელოს გუბერნატორი და ზუგდიდის მერი EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი