ახალი ამბები შემთხვევა

ელენე ფოჩხუა: ჩემი ძმის სიცოცხლე ექსმაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა

მომღერალი ელე­ნე ფო­ჩხუამ ძმის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გადაცემა სიცრუის დეტექტორში ისაუბრა. მისი ვერ­სი­ით, გი­ორ­გი ფო­ჩხუა შე­მო­აკ­ვდათ. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბის დღეს სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც გი­ორ­გი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და, ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ექსმა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მე­გის ქარ­და­ვა, მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად.

ელე­ნე ფო­ჩხუა ვა­რა­უ­დობს, რომ სწო­რედ ექსმა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ემსხვერ­პლა მისი ძმის სი­ცო­ცხლე.

“ჩვენ ამ საქ­მის არც მოწ­მე გვყავს არ გვაქვს ნივთმტკი­ცე­ბა, უბ­რა­ლოდ ჩემი ვა­რა­უ­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი. იმ დღეს გი­ორ­გი და მისი მე­გობ­რე­ბი სას­ტუმ­რო­ში უკა­ნა შე­სას­ვლე­ლი­დან შე­ვიდ­ნენ, ახ­ლო­ბელ­მა შე­იყ­ვა­ნა.

გი­ორ­გის ამ ახ­ლობ­ლის­თვის უთ­ქვამს, რომ და­გი­ნა­ხონ რამე საყ­ვე­დუ­რი არ გი­თხრა­ნო. მან უპა­სუ­ხა, რომ კა­მე­რე­ბი არ მუ­შა­ობს დღეს და არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. ვთვლი, რომ ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ქალ­თან ერ­თად იმა­ვე ბარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ესე­ნი შემ­თხვე­ვით მი­ვიდ­ნენ. ეს იყო მე­გის ქარ­და­ვა, რო­მე­ლიც მთელ სა­მეგ­რე­ლო­ში უბე­დუ­რე­ბას სჩა­დი­ო­და. ჩემი აზ­რით, გი­ორ­გიმ ნახა ისი­ნი ერ­თად და გი­ორ­გი უბ­რა­ლოდ გა­იყ­ვა­ნეს, რომ გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ, რომ ეს რაც ნახა, არა­ვის­თვის ეთ­ქვა. აქვე ვამ­ბობ, რომ ეს მკვლე­ლო­ბა არ იყო არა­ვის შეკ­ვე­თი­ლი. გი­ორ­გის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ეკი­და თან და ალ­ბათ შე­ე­შინ­დათ, რომ რამე არ გა­და­ე­ღო, რის შემ­დე­გაც გა­იყ­ვა­ნეს და მოხ­და, რაც მოხ­და.

მათ არ უნ­დო­დათ გი­ორ­გის მოკ­ვლა. მათ უნ­დო­დათ მუ­ქა­რა, შე­ში­ნე­ბა და შე­მო­აკ­ვდათ. ეს არის ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა. იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ საქ­მე­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი, შე­ტე­ნეს ეს საქ­მე. ეს არის ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. თვი­თონ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. ისიც დად­გმუ­ლი იყო, ეს მკვლე­ლი ვი­თომ დე­დამ აფხა­ზე­თი­დან რომ გად­მო­იყ­ვა­ნა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ა­ბა­რა” – ამ­ბობს ელე­ნე ფო­ჩხუა “სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში” სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ფო­ჩხუა 2012 წელს მოკ­ლეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზუგ­დი­დის კაფე-რეს­ტო­რან “რო­ი­ალ პა­ლა­სის” დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი – ბექა ცო­ბე­ხია და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­მა აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის მო­ტი­ვა­დაც ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

Related posts

შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რედაქტორი

ეპიდემიისას შეკრებილ მრევლს ეკლესია ეუბნება, რომ სიცოცხლე უფლის ხელშია -პატრიარქის ეპისტოლე

რედაქტორი

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი