რეგიონი

ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის დამარცხებული კანდიდატი ძველ პროფესიას დაუბრუნდა

  • ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის წაგებული კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ისევ თავის პროფესიას დაუბრუნდა და აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა ამისთვის ოფიციალურად საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

როგორც მალხაზ ჯალაღონიამ რეგიონალურ კვირასთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, მას COVID-19 დაუდასტარდა, სახლშია და თავისი პროფესიით დისტანციურად განაგრძობს საქმიანობას.

,,კოვიდი მაქვს, სახლში ვარ და ვმუშაობ როგორც ექიმი, მეორე ტურში არ ვღებულობთ მონაწილეობას“-აღნიშნა მალხაზ ჯალაღონიამ, ჩვენს დამატებით კითხვებს მან არ უპასუხა.
ჯალარონიას თანაპარტიელები ვერ აკონკრეტებენ თუ რატომ არ მიმარტავს მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად საარჩევნო ადმინისტრაციას, ისინი აცხადებენ, რომ ამას არ აპირებენ.

ევროპული საქართველოს ზუგდიდის საარცევნო შტაბის უფროსი ბათლომე შელია, ენმ-ის კანდიდიატს, ურცევს ოფიციალურად მიმართოს კანდიდიატურის მოხსნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ერთობა დაირღვევა.

Related posts

სოფელ საჩინოში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გიორგი შენგელია გაეცნო

მესტიაში დღის ცენტრს ბულგარეთის საელჩომ ინვენტარი გადასცა

დატოვე კომენტარი