ახალი ამბები პოლიტიკა რეგიონი

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის სახელით გაკეთებულ განცხადებას პარტიის ადგილობრივი ლიდერები არ დასწრებიან

„ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ  პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერენ. განცხადება ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა გააკეთა. ის, რომ კანდიდატურებს შორის გუნდში სხვადასხვაოიბაა ახალი ამბავი არ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის სახელით გაკეთებულ განცხადებას არ შეერთებია ენმ-ის რამდენიმე აქტიური სახე, მათ შორის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმმჯდომარე ანა წითლიძე და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ასევე ენმ-ის აქტიური სახე ლევან კონჯარია. ორივე მათგანი ზაზა გოროზიას კადრებად ითვლებიან და გოროზიასთან ერთად მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერენ. თუმცა ანა წითლიძე ამას ღიად არ აფიშირებს და ამბობს, რომ ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. ხაბეიშვილის მხარეს არიან ასევე ყოფილი ძალოვანებიც, ხაბეიშვილს უჭერს მხარს ასევე წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გიორგი ხარჩილავა. მეტიც ხარჩილავამ სამსახურებს და აიპებს დაავალა მხარი ხაბეიშვილს დაუჭირონ.

ენმ-ში პარტიის თავმდჯომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. შიდაპარტიული არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიაში ანრჩევნების დანიშვნას წინ შიდა დაპირისპირება უძღოდა.

Related posts

ანაკლიაში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

რედაქტორი

ფოთის მერი ირაკლი ხახუბიაზე: ის იყო საიმედო მეგობარი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი