კულტურა

ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღე სენაკში

დღეს, ქუჯის ისტორიულ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნა.

კოსტუმირებული მსვლელობა ციხე-გოჯში, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით – სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლში – ნოქალაქევის ნაქალაქარში გაიმართა.

სანახაობრივად მრავალფეროვან აქტივობას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ნინო ჯოლია, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის” ხელმძღვანელი ზვიად გვასალია ესწრებოდნენ.

გილოცავთ ეროვნული სულის ულამაზეს დღესასწაულს, რომელიც წელს, საქართველოში, მეექვსედ აღინიშნა და მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომლის აღნიშვნა სათავეს 1978 წლიდან იღებს.

Related posts

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

Black Sea Arena-ს დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა

,,მეგრული Day Off – ები” სამეგრელოში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი