ექსკლუზივი

“ეს იქნება არატრადიციული წარდგენა”- სანდრა რულოვსის წარდგენას ზუგდიდში მალავენ

“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში 7 აპრილს დადიანების სასახლესთან დაანონსებულ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენას არატრადიციული წარდგენით ცვლის. სამეგრელოში მოქმედი ჟურნალისტებისთვის ჯერჯჰერობით უცნობია თუ სად გაიმართება აღნიშნული წარდგენა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი განხორციელდება დახურულ სივრცეში და ხალხის გარეშე.

STV პარტიის გენერალურ მდივანს, კობა ნაყოფიას დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა. ნაყოფია არ ამბობს თუ სად წარადგენენ ზუგდიდის მერობის კანდიდატს.

“არ გვაქვს წარდგენა. ეს იქნება არატრადიციული წარდგენა ვიწრო წრეში და დახურულ სივრცეში. წარდგენის კადრებს და სხვა მასალებს ჩვენი პრესცენტრი გაავრცელებს. არ გვინდოდა პომპეზურობა, რადგან ხალხი შიმშილობს. ყველასთან ქალბათონი სანდრა თავად მივა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. დღევანდელი წარდგენა კი იქნება ევროპული სტილის და თან ვფიქრობ, რომ ქალბატონ სანდრას არც სჭირდება წარდგენა”,-განაცხადა STV-თან კობა ნაყოფიამ.

STV “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელს გიორგი პატარაიასაც დაუკავშირდა. პატარაიამ განაცხადა, რომ ვიდეომასალას თვითონ გაავრცელებენ წარდგენიდან, რომელიც არატრადიციული იქნება.

სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობის წარდგენა “რუსთავი2”-ის ეთერში 9 საათზე გადაიცემა. პრესსამსახური ამ ვიდეოს სხვა მედიასაშუალებებზე გავრცელებასაც ვარაუდობს. წარდგენის დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი. მერობის კანდიდატის წარდგენის ლოკაციაც ამ დრომდე გაურკვეველია.

Related posts

ზუგდიდელი ბიზნესმენი მეგის ქარდავას მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს [ვიდეო]

ექსკლუზივი: ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

რულოვსი ნდობით აღჭურვილ პირად ალექსანდრე ქობალიას ასახელებს – რა ხდება “ნაციონალებში”?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი