შემთხვევა

ახალგაზრდა მამაკაცმა აბაშაში მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში ადგილობრივმა ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ STV.GE-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

ინციცდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ერთ-ერთი მეზობლის სახლში იმყოფებოდა რა დროსაც მასთან მკვლელი მოვიდა. თვითმხილველების განცხადებით, მათ შორის არანაირი სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თოფი ესროლა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მკვლელი საკუთარ სახლში გაიქცა და თავი იმავე სანადირო თოფით მოიკლა. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

Related posts

მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა

რედაქტორი

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშვდა

მესტიაში ქელეხის ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი