ექსკლუზივი

ექსკლუზივი: გალის საავადმყოფოს დირექტორი გია შონია დაკავებულია

გალის საავადმყოფოს დირექტორი გია შონია სავარაუდოდ დაკავებულია. STV-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით დღეს გალის საავადმყოფოში აუდიტის სამსახური და დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია ერთად შევიდა. მათ შორის ნარკოლოგიური სამსახური.

გალის საავადმყოში STV-ს წყაროები შემდეგს აცხადებენ:

“ჯერჯერობით არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმი არც სახლშია ჯერ და არც მეგობრებთან. ის დღეს საავადმყოფოდან ნარკოლოგიურმა სამსახურმა გაიყვანა დღის მეორე ნახევარში და აქამდე არსად არ ჩანს”-აცხადებს ჩვენი წყარო.

ამასთანავე STV NEWS-მა მოიპოვა ინფორმაცია, რომ გალის ტერიტორიაზე ნარკოლოგიურში გია შონიასთან ერთად გადაყვანილია ოცამდე ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ნარკომოხმარებასა და გასაღებაში. წყაროს ინფორმაციით, ყველა გადაყვანილია სოხუმში.

ცნობისთვის, გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა (ინფექციონისტმა) გიორგი შონიამ “გალ ტვ”-ის ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, სადაც შონია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა.

Related posts

მდინარე ენგურში ხანდაზმული მამაკაცი დაიხრჩო, რომელიც გალიდან ზუგდიდში პენსიის ასაღებად გადმოდიოდა

რედაქტორი

ექსკლუზივი: იწყება თუ არა რეორგანიზაცია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში?!

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი