ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ვინ გახდება ახალი გუბერნატორი და ვის ჩააბარებენ მერობის მოვალეობის შესრულებას ზუგდიდში?

სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში საკადრო ცვლილებების მოლოდინში არიან. ახალი ამბების სააგენტოს STV NEWS-ის ექსკლუზიური ინფორმაციით დაკავებულ თანამდებობას დატოვებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედი გუბერნატორი მალხაზ თორია.

ამავე ინფორმაციით, მმართველი გუნდი უკვე ეძებს მალხაზ თორიას შემცვლელს. STV NEWS-ის ინფორმაციით სავარაუდო შემცვლელიც ზუგდიდელია და მისი სახელი და გვარია გიორგი გუგუჩია. STV NEWS ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ოფიციალურ წყაროებსაც დაუკავშირდა, თუმცა აქ ჯერ არაფერი იციან ან არ ახმოვანებენ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს.

საკადრო ცვლილებები იგეგმება ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. STV NEWS-ის ინფორმაციით, მერის მოადგილის თავისუფალ ვაკანსიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან. ერთ-ერთი მათ შორის არის ყოფილი პროკურორი და გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გაგა კუხალეიშვილი. როგორც STV-მ გაარკვია გაგა კუხალეიშვილი ჯერჯერობით უარზეა, თუმცა რეზერვში არის მეორე კანდიდატურაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.

იმ შემთხვევაში, თუ წოწერიამ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ზუგდიდი მერიაში გადმოინაცვლა, ის ავტომატურად გახდება ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ წოწერია მმართველი გუნდის მერობის კანდიდატიც გახდება.

Related posts

ვის განიხილავს “ნაციონალური მოძრაობა” სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად?

რედაქტორი

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

რედაქტორი

“… დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა”- შაკო ნაჭყებიას ჩანაწერები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი