ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ვის წარადგენს “ქართული ოცნება” ზუგდიდის მერობის კანდიდატად?

რამდენიმე თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა მისთვის სასურველ მერს აირჩევს და საკრებულოებს საკუთარი არჩევანით დააკომპლექტებს. მანამდე კი პოლიტიკური პარტიები სრულ მზადებაში არიან.

მათ შორისაა მმართველი გუნდი, რომლისთვისაც ადგილობრივი თვითტმართველობის არჩევნები იმითაც არის გადამწყვეტი, გაიმართება თუ არა ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.

სამეგრელოში მმართველმა გუნდმა ცალკეული წინასაარჩევნო აუდიენციები უკვე გამართა ადგილობრივ აქტივთან. ზუგდიდში მართალია კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ თუმცა STV NEWS-ს სანდო წყარო უყვება, რომ გარკვეულ კანდიდატებზე უკვე მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა.

განსაკუთრებით იკვეთება ზუგდიდი, რომელიც სამეგრელოში ცენტრი და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. მმართველი გუნდის კულუარებში ზუგდიდის მერობის სხვა და სხვა კანდიდატები განიხილები, თუმცა მათ შორის გამოკვეთლია ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია და პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებული პირი, ზუგდიდელი მერაბ რაფავაც.

მერაბ რაფავა ყველასათვის ნაცნობი სახეა ზუგდიდში. ის პარლამენტის წევრიც იყო და თბილისის საკრებულოს აქტიური წევრიც. რაფავას აქვს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებას. იგი პარტია “აღორძინების” წევრი იყო და ახლან აბაშიძესთან დაახლოებული პირიც.

ჯერჯერობით მერობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით ოფიციალურად არც არავინ ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა ფაქტია რომ “ქართული ოცნება” ორიდან ერთ-ერთზე აუცილებლად დადებს ფსონს.

Related posts

ინციდენტი ზუგდიდის ბიბლიოთეკაში- ბელა ალანიას შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი დაუპირისპირდა

რედაქტორი

პირი, რომელიც მეუფე პეტრეს მიწების უკანონოდ გადაფორმებაში ეხმარებოდა – მარტვილის მერიაში ინიშნება

რედაქტორი

ექსკლუზივი: სამეგრელოში გდი-ს უფროსად მინდია ივანიშვილი დაინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი