რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ქალაქის ცენტრში, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს, სერგო დადვანის ქუჩაზე. მოქალაქე ი.მ-ს მტკიცებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ი. მ სასიმამრომ დაჭრა, თუმცა მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ი.მ ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ტანამშრომლები იმყოფებიან.
“შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”, – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.
შს სამინისტრომ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.