STV-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში როტაცია იგეგმება შსს-ს სამხარეო პოლიციის რეგიონალურ განყოფილებებში.
კერძოდ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსს, ლაშა გოგნიაშვილს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება თავად აჭარის პირველ პოლიციელს, ის რამდენიმე დღეში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კი პოლიციის უფროსობიდან სავარაუდოდ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
ცვლილებები იგეგმება სამეგრელოს სამხარეო პოლიციაშიც. სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი სავარაუდოდ თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. რაჩ შეეხევა თავად სამეგრელოს, სამხარეო პოლიციის უფროსი, მოქმედი მოადგილე, ირაკლი ჯიქია გახდება.