სამეგრელოს ვიცე გუბერნატორი დავით ფარცვანია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და კარიერის გაგრძელებას თბილისში, განათლების სამინისტროში განაგრძობს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია STV-ს საკუთარმა წყარომ რამდენიმე წუთის წინ აცნობა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად STV დავით ფარცვანიას დაუკავშირდა, თუმცა მან პასუხისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ პირველად ესმის ამის შესახებ.
“პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია. ვერაფერს დაგიდასტურებთ” – განაცხადა დავით ფარცვანიამ.