ექსკლუზივი

ექსკლუზივი: უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშის მუნიციპალიტეტში, ბიზნესმენი ირაკლი საბულუა უკრაინაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

გატაცების მიზეზად გამოპსასყიდის გადახდა სახელდება. პირველადი ინფორმაციით, გამტაცებლები ოჯახის წევრებს ჯერ არ დაკავშირებიათ.

ცნობისათვის, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” აბაშის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი საბულუას კანდიდატურა წარადგინა. მას “ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარცმელიძე დაუპირისპირდა. არჩევნებზე გამარჯვება დარცმელიძემ მოიპოვა. მას შემდეგ ირაკლი საბულუა საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და საქმიანობა კერძი სექტორში განაგრძო.

ამ დრომდე უცნობია ირაკლი საბულუას გადაცების სხვა დეტალები.

Related posts

ექსკლუზივი: ზუგდიდის საკრებულოს უბრავლესობის ერთ-ერთი წევრი ტოვებს

ბადრი ესებუას ოჯახში აცხადებენ რომ ის უდანაშაულოა და თბილისში ავადმყოფობის გამო იმყოფება

რედაქტორი

სამეგრელოში ვიცე გუბერნატორის პოსტს სავარაუდოდ მალხაზ თორია დაიკავებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი