STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს

  • აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით საბერიო- ფახულანის საოკუოაციო საზღვართან, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.

არებული ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს სამსახურეობრივ, მასზე განპიროვნებულ პრადოში უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტები ყუთობით ჰქონდა. სავარაუდოდ ის და მერიის თანამშრომელი კონტრაბანდული სიგარეტების ე.წ საზღვრიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადატანით იყვნენ დაკავებული.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი, მასზე განპიროვნებული ავტომანქანა “პრადო”

ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია. ის აცხადებს, რომ თბილისშია და არაფერი იცის.

“მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, არ ვარ ადგილზე და დეტალები არ ვიცი, არც რაიმე ოფიციალური ცნობა მიმიღია. თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი”, – აცხადებს ბესიკ ფარცვანია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

Related posts

თვითმარქვია ექიმს “ნაციონალები” ექომაგებიან – ლანა ლაცუზბაია ისევ ფორმაშია

რედაქტორი

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის შვილმა მკურნალ ექიმს სცემა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ცრუ ბრალდება თუ მწარე სიმართლე? – მორიგი ინციდენტი ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი